>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

ავღანეთში დამატებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება

Od   /   6.12.2014  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem ავღანეთში დამატებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, მომავალ წელს ავღანეთში დარჩება დამატებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი, ნატოს სამხედრო ძალების დროებით შემცირების ასანაზღაურებლად. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეს ზომა დაამტკიცა მიუხედავად ადრინდელი გეგმისა, 2015 წელს არაუმეტეს 9800 კაცამდე შეემცირებინა ავღანეთში ამერიკელების სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობა. ჰეიგელმა ქაბულში ერთდღიანი ვიზიტისას უთხრა ჟურნალისტებს, რომ გაჭიანურებულმა არჩევნებმა დააყოვნა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ავღანეთის შეთანხმებების ხელმოწერა, რის გამოც შეჩერდა დასავლეთის მთავრობების გეგმა, გამოეყოთ სამხედრო ძალები ავღანეთში 2014 წლის შემდგომი მისიისათვის. ჰეიგელმა 24 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ტოვებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. Číst více

: ავღანეთში დამატებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება      

    Tisk       Email
Translate »