>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

აშშ რუსეთს ბრალს სდებს იარაღის კონტროლის შესახებ ორი ხელშეკრულების დარღვევაში

Od   /   11.12.2014  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem აშშ რუსეთს ბრალს სდებს იარაღის კონტროლის შესახებ ორი ხელშეკრულების დარღვევაში

აშშ რუსეთს ბრალს სდებს იარაღის კონტროლის შესახებ ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დარღვევაში. იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, როუზ გოტემიულერმა 10 დეკემბერს კონგრესში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი არღვევს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებებს. რუსეთი უარყოფს ბრალდებას საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2007 წელს მორატორიუმი გამოაცხადა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებაზე. გოტემიულერის თქმით, აშშ გაერთიანებული რჩება საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებაში და სურს იმუშაოს საიმისოდ, რომ რუსეთმა კვლავ სრულად უერთგულოს ხელშეკრულების პირობებს. აშშ-მა რუსეთს ამ ხელშეკრულების დარღვევაში პირველად ივლისში დასდო ბრალი, როცა რუსეთმა აკრძალული, ხმელეთიდან ნასროლი, ფრთოსანი რაკეტის გამოცდა მოაწყო. Číst více

: აშშ რუსეთს ბრალს სდებს იარაღის კონტროლის შესახებ ორი ხელშეკრულების დარღვევაში      

    Tisk       Email
Translate »