ბელგიის ფედერალური პროკურატურის ოფისმა წუხელ დააკავა სამი ბელგიელი, რომლებიც ტერორისტული მიზნით მკვლელობის განზრახვასა და ერთ-ერთი ტერორისტული ჯგუფის საქმიანობებში მონაწილეობისათვის არიან ბრალდებულნი. 18 ივნისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, 17-18 ივნისის განმავლობაში, პოლიციამ ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ცხრა პირი დააკავა. ბელგიის საზოგადოებრივ ტელეარხ VTM-ის თანახმად, დაკავებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ბრიუსელში ამ უქმეებზე აპირებდნენ ტერაქტების მოწყობას. მარტში თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბრიუსელში 32 ადამიანი დახოცეს ქვეყნის აეროპორტსა და მეტროს სადგურებში მოწყობილი იერიშების შედეგად. Číst více
ბელგიის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით სამი პირი დააკავა
- Published: 3 roky ago on 18.6.2016
- By: Šéfredaktor
- Last Modified: Červen 18, 2016 @ 8:14 pm
- Filed Under: Makedonie, Gruzie