>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

გაგაუზების ავტონომიურ რეგიონში ახალი მმართველი აირჩიეს

Od   /   23.3.2015  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem გაგაუზების ავტონომიურ რეგიონში ახალი მმართველი აირჩიეს

მოლდავეთში, გაგაუზების ავტონომიურ რეგიონში, რომლის მოსახლეობაც რუსეთთან ახლო ურთიერთობის მომხრეა, ახალი მმართველი აირჩიეს. რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოლდავეთის პარლამენტის დეპუტატი, ირინა ვლაჩი. მას ხმების 51% ერგო. ვლაჩის მეტოქეს, ნიკოლაი დუდოგლოს, რომელიც გაგაუზიის დედაქალაქ კომრატის ყოფილი მერია, ამომრჩევლების 19% მიემხრო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 63 ათასამდე ადამიანი გაგაუზიის 105 ათასკაციანი ელექტორატიდან. გაგაუზების უმრავლესობა თურქულენოვანი ქრისტიანები არიან. ისინი ეკონომიკური ავტონომიით სარგებლობენ, მაგრამ აქვთ მოლდავეთის პოლიცია, სკოლები და სასამართლოები. შარშან გამართულ რეფერენდუმში გაგაუზების დიდი უმრავლესობა მიემხრო რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირში მოლდავეთის ინტეგრაციის ნაცვლად. Číst více

: გაგაუზების ავტონომიურ რეგიონში ახალი მმართველი აირჩიეს      

    Tisk       Email
Translate »