>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

თეთრმა სახლმა გადადო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება

Od   /   1.1.2016  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem თეთრმა სახლმა გადადო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება

თეთრმა სახლმა გადადო თეირანის ბალისტიკური პროგრამის გამო ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება. ვაშინგტონს ახალი სანქციების შესახებ 30 დეკემბერს უნდა გამოეცხადებინა. ახალი სანქციების შეყოვნების მიზეზი გახდა თეირანის ნაბიჯები, რომლებიც, აშშ-ის აზრით, ეწინააღმდეგება გაეროს მიერ ადრე დაწესებულ სანქციებს. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თავდაცვის მინისტრს განკარგულება გასცა, დააჩქაროს ქვეყნის სარაკეტო პროგრამა პასუხად აშშ-ის გეგმებზე, ახალი სანქციები დაუწესოს თეირანს, რაც ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე პასუხია. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს 10 ოქტომბერს ირანის მიერ საშუალო რადიუსის რაკეტა „ემადის“ გამოცდის გამო. გაეროს სანქციების დამკვირვებელთა თანახმად, „ემადი“ არის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება. Číst více

    Tisk       Email
Translate »