>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

მაიკ პენსი: აშშ „ყოველთვის“ გვერდში ედგება ბალტიისპირეთის ქვეყნებს

Od   /   31.7.2017  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem მაიკ პენსი: აშშ „ყოველთვის“ გვერდში ედგება ბალტიისპირეთის ქვეყნებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 31 ივლისს ესტონეთში ვიზიტისას დაადასტურა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა. პენსმა ტალინში ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია ბალტიის სახელმწიფოების წინააღმდეგ ძალის, მუქარის გამოყენებისა და უარყოფითი გავლენის მოხდენის მცდელობები. „პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა იმის სათქმელად, რომ თქვენს გვერდით ვართ. მხარში ვუდგავართ და ყოველთვის ვედგებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ხალხებს,“ – განაცხადა მაიკ პენსმა ესტონეთში. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ იტყვის უარს თავის მიზნებზე არც მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მოითხოვა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიების მკვეთრად შეკვეცა. ტალინიდან პენსი 31 ივლისვე ჩადის საქართველოში, 1 აგვისტოს კი ესტუმრება ნატოს ახალ წევრ ქვეყანას, ჩერნოგორიას. Číst více

    Tisk       Email
Translate »