>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

პუტინმა დაითხოვა მაღალი რანგის ორი ოფიციალური პირი

Od   /   23.3.2015  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem პუტინმა დაითხოვა მაღალი რანგის ორი ოფიციალური პირი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაითხოვა კრემლის საგარეო და საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელები საკადრო ცვლილებებისას, რომლებიც მოჰყვა მიმდინარე თვეში საჯარო პოლიტიკიდან პუტინის 10 დღით გაუჩინარებას. 23 მარტს დათარიღებული ბრძანებულებით, პუტინმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ოლეგ მოროზოვი და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი სერგეი ბოხოვიტინი. მოროზოვის შემცვლელად დასახელდა მისი ყოფილი მოადგილე, ტატიანა ვორონოვა. ბრძანებულებებში არ არის განმარტებული საკადრო ცვლილებების მიზეზი. გადაწყვეტილებების ფონია მითქმა-მოთქმა რუსეთის მმართველ ელიტაში სხვადასხვა ბანაკებს შორის დაპირისპირებაზე, რომელიც მოჰყვა 27 თებერვალს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობას. პუტინი საჯაროდ არ გამოჩენილა 5-დან 16 მარტამდე. Číst více

: პუტინმა დაითხოვა მაღალი რანგის ორი ოფიციალური პირი      

    Tisk       Email
Translate »