>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთს

Od   /   11.12.2014  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem რუსეთის ცენტრალური ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთს

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მთელი ერთი პროცენტით გაზარდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ახლა 10,5 პროცენტს უტოლდება, რათა გააძლიეროს გაუფასურების პროცესში მყოფი რუბლი და შეანელოს ფასების ზრდა.საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შესახებ 11 დეკემბერს გამოცხადდა, იმ ფონზე, როცა ბანკი ვარაუდობს, რომ ინფლაცია მომავალ წელს 10 პროცენტს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეჩერდება 2016 წელს. რუბლს და რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ნავთობის ფასების შემცირებამ და სანქციებმა, რომლებიც აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მოსკოვის მიერ უკრაინაში ჩარევის გამო. მარტის შემდეგ – რაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა – ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გააორმაგა, მაშინდელი 5.5 პროცენტიდან. რუბლი მიმდინარე წელს დაახლოებით 40 პროცენტით გაუფასურდა. Číst více

: რუსეთის ცენტრალური ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთს      

    Tisk       Email
Translate »