>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

საბერძნეთის სანაპიროსთან გრძელდება ადამიანების ევაკუაცია ცეცხლმოკიდებული ბორნიდან

Od   /   29.12.2014  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem საბერძნეთის სანაპიროსთან გრძელდება ადამიანების ევაკუაცია ცეცხლმოკიდებული ბორნიდან

მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ საბერძნეთის სანაპიროსთან ცეცხლმოკიდებული ბორნიდან ხალხის ევაკუაციას. ცნობილია, რომ ბორანზე მყოფი 478 ადამიანიდან დაახლოებით ნახევრის გადმოყვანა შეძლეს. სულ ცოტა, ერთი ადამიანია დაღუპული. ის წყალში გადახტა, ამოყვანა მოახერხეს, თუმცა, მოგვიანებით ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. იტალიის სანაოსნოს ცნობით, 251 ადამიანია გადაყვანილი დაზიანებული ბორნიდან უსაფრთხო ადგილას. „ნორმან ატლანტიკზე“ დარჩენილი მგზავრები გემბანზე იმყოფებიან, ურეკავენ ახლობლებს და მედიას. ისინი სიცივეს უჩივიან. დამატებითი გემები მიემართებიან „ნორმან ატალნტიკისკენ“, რაც ზრდის ბორანზე დარჩენილთა სწრაფად ევაკუაციის იმედს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ბორანზე იმყოფებოდა საქართველოს 7 მოქალაქე, რომელთაგან 6 ევაკუირებულია. ერთის – სასულიერო პირის ამბავი ჯერჯერობით უცნობია. ტელეკომპანია „რუსთავის 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ ბორანზე საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაგან, მისი ინფორმაციით, 5 იყო უკვე ევაკუირებული. Číst více

: საბერძნეთის სანაპიროსთან გრძელდება ადამიანების ევაკუაცია ცეცხლმოკიდებული ბორნიდან      

    Tisk       Email
Translate »