>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

სამოქალაქო აქტივიზმი და გენდერული პრობლემები

Od   /   3.11.2016  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem სამოქალაქო აქტივიზმი და გენდერული პრობლემები

სამოქალაქო აქტივიზმისა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე საუბრობენ „გენდერული ამბების“ სტუმრები: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ პრეზიდენტი ნინო თოდუა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ ხელმძღვანელი იაგო ფასანძე. ისინი გორსა და ზუგდიდში „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიისა“ და სხვა პროექტების განხორციელებისას გამოვლენილ გენდერულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. „გენდერული ამბების“ კიდევ ორი სტუმრის – არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანის“ დირექტორის, ქეთი ხაჩიძისა და ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრის, თამარ გურჩიანის თქმით კი, სამოქალაქო აქტივიზმი არ არის მოძრაობა მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგ, არამედ მოქალაქეების მცდელობაა, რომ კონკრეტული ინიციატივებით იზრუნონ თავიანთი თემის პრობლემების გადაჭრისათვის. სწორედ ამიტომ „ორბელიანმა“ გამოაცხადა კონკურსი, რომელიც იწვევს ქალებს/გოგონებს და მამაკაცებს/ვაჟებს, წარმოადგინონ საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში. სტუმრებს მზია ფარესიშვილი ესაუბრება. Číst více

    Tisk       Email
Translate »