>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს მისი საპარლამენტო მდივნის გამონათქვამებზე რეაგირებას სთხოვს

Od   /   28.7.2017  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს მისი საპარლამენტო მდივნის გამონათქვამებზე რეაგირებას სთხოვს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 26 ივლისს საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის შესახებ კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა. ”პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“, – განაცხადა ანა დოლიძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. პრეზიდენტმა პასუხად პარლამენტს მოუწოდა, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას და კონცენტრაცია მოახდინონ ქვეყანაში არსებული რეალურ ვითარებაზე „მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიმართვას. Číst více

    Tisk       Email
Translate »