>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

საქართველოს ხუთი მოქალაქეა ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებული ბორნიდან ევაკუირებულ მგზავრთა შორის

Od   /   29.12.2014  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem საქართველოს ხუთი მოქალაქეა ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებული ბორნიდან ევაკუირებულ მგზავრთა შორის

ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებული ბორნიდან Norman Atlantic-დან ევაკუირებულ მგზავრთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეცაა. იტალიაში საქართველოს საელჩოს ჯერჯერობით არა აქვს ინფორმაცია ბორანზე მყოფ კიდევ სამ ქართველზე, მათ შორის მცხეთაში მდებარე მამათა მონასტრის წინამძღვარ ილია კარტოზიაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ დღეს თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბორნიდან ევაკუირებული მგზავრები მაშველებს იტალიაში, საბერძნეთსა და ალბანეთში გადაჰყავთ და ჯერჯერობით უცნობია, ამ სამი ქვეყნიდან სად იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე. ყველა მათგანის ვინაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია. ამასთან, ჯერჯერობით დაუდგენელია ბორანზე მყოფი საქართველოს კიდევ სამიდან ორი მოქალაქის ვინაობა. Číst více

: საქართველოს ხუთი მოქალაქეა ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებული ბორნიდან ევაკუირებულ მგზავრთა შორის      

    Tisk       Email
Translate »