>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

საქართველოში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი კაცი დაშავდა

Od   /   29.7.2017  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem საქართველოში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი კაცი დაშავდა

დასავლეთ საქართველოს ხარაგაულის რაიონში ერთ-ერთი სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ანეულასთან გუშინ საღამოს მოხდა, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე – შედარებით მძიმედ. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. Číst více

    Tisk       Email
Translate »