>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

საქართველოში შემოვიდა ამერიკული ჯავშანტექნიკის მორიგი ნაწილი

Od   /   29.7.2017  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem საქართველოში შემოვიდა ამერიკული ჯავშანტექნიკის მორიგი ნაწილი

საქართველოში შემოვიდა ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“, რომლებიც რამდენიმე დღეში ჩაებმებიან მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა ”სტრაიკერი“ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობენ საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მხარდამხარ, სწავლებაში ჩაებმებიან ასევე უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი. Číst více

    Tisk       Email
Translate »