>
Načítání...
Nacházíte se zde:  Domů  >  Makedonie, Gruzie  >  Aktuální článek

ფინანსთა მინისტრმა დროებითი უწოდა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას

Od   /   3.11.2016  /   Komentáře nejsou povolené u textu s názvem ფინანსთა მინისტრმა დროებითი უწოდა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დროებითი უწოდა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას. „მინდა სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა დაპირიქით, გაუმჯობესებულია, მათ შორის, მანამდე შემცირებული ჩამორიცხვები და ასევე, იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც მნიშვნელოვანია“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბერის დასაწყისში მთავრობის ანგარიშზე დოლარით ჩაირიცხება თანხები აზიის განვითარების ბანკიდან. “უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ლარის კურსის გამყარებას“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მთავრობის ოპონენტები ცდილობენ, ცუდი მოლოდინის შექმნას. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მაკროეკონომიკურად არ არსებობს ცუდი მოლოდინის არავითარი საფუძველი, რაც არაერთხელ აღნიშნა ეროვნულმა ბანკმაც. „ჩვენი ბაზრის კონიუნქტურა საკმაოდ საინტერესოა და ის ერთჯერადი ტრანზაქციები, რომლებიც ხორციელდება ხოლმე, სამწუხაროდ, ახდენს გავლენას და შემდეგ ამას აქვს გამოძახილი“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

Číst více

    Tisk       Email
Translate »